ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩვენი გუნდის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ძმის, თორნიკეს შესახებ საუბრობს.
ჩემი გაზრდილივითაა და როცა დავინახე რომ ავტობუსით მოვიდა, უკვე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სიამაყით ავივსე.
ასეთ დროს ხვდები, რომ შენი ძმა სწორად შრომობს, სწორად აკეთებს რაღაცებს, მისი წარმატება ჩემსაზე ალბათ ასჯერ მეტად გამიხარდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელი. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ძმით", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.