რუსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს მოითხოვენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ხაზი გაესვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ ხასიათს. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის დარწმუნებით, ამ მთავარი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელია თბილისის მიერ ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების, ასევე, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში