ავტორი:

რომელია კავკასიონის მთათა სისტემის 5 ყველაზე მაღალი მწვერვალი?

რომელია კავკასიონის მთათა სისტემის 5 ყველაზე მაღალი მწვერვალი?

კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი - დაახლოებით, 2000 წლის წინ ჩამქრალი სტრატოვულკანი, რომელიც მდებარეობს ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან.

მისი დასავლეთი (5642 მ) და აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირათი.

მეორეა დიხთაუ, სიმაღლით 5206 მეტრი (მდებარეობს რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთი).

მესამეა ყოშთანთაუ - 5152 მეტრი (მდებარეობს რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთი).

მეოთხეა შხარა - 5203 / 5068 მეტრი (საქართველოს უმაღლესი წერტილი, მდებარეობს სვანეთში, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე).

მეხუთეა ჯანღა - 5058 მეტრი (მდებარეობს სვანეთში, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე).