ავტორი:

დადასტურდა თუ არა საქართველოში ფრინველის გრიპის შემთხვევა?

დადასტურდა თუ არა საქართველოში ფრინველის გრიპის შემთხვევა?

“საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება,“ - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ აღინიშნება.

“აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.