საბერძნეთის ქალაქ ნეა სმირნიში ოჯახური ძალადობისა და უკანონო იარაღის ფლობის ბრალდებით საქართველოს 45 წლის მოქალაქე დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეჭრას ცდილობდა, რის შემდეგაც ხეების უკან იმალებოდა და აივანს უთვალთვალებდა. ჩხრეკისას მას დატენილი რევოლვერი და 17 ვაზნა აღმოაჩნდა.
ადგილზე ოპერატიულად მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა 45 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა, კორპუსიდან მცირე მანძილზე, ხეების უკან დამალული იპოვეს. იგი ჩასაფრებული ადევნებდა თვალყურს კორპუსის შესასვლელსა და ქალის ბინის აივანს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს.
მამაკაცს ბრალი ოჯახში ძალადობის, მუქარისა და იარაღის უკანონო ტარება-შენახვის მუხლებით წაეყენა. საქმის წარმოება დაიწყო 35 წლის ქალის წინააღმდეგაც, რადგან, პოლიციის ინფორმაციით, მას საბერძნეთში კანონიერად ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა.