ავტორი:

ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ 15 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ 15 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ 15 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან მოლაპარაკებების ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ 15 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. მათგან 10 ქალია, 13 მათგანმა “ექსტრემისტული ხასიათის დანაშაული ჩაიდინა”.

აღინიშნება, რომ გასულ კვირას კოულის ბელარუსში ვიზიტს კიდევ 25 პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების.

უფლებადამცველი ჯგუფის, “ვიასნას” ინფორმაციით, რომელიც ბელარუსში აკრძალულია, ქვეყანაში კიდევ 883 პოლიტპატიმარი რჩება, რომლებსაც ბრალად ედებათ ექსტრემისტული საქმიანობა, სიძულვილის გაღვივება და პრეზიდენტის შეურაცხყოფა.

ცნობისთვის, ტრამპის წარმომადგენელი, ჯონ კოული წელიწადზე მეტია აწარმოებს მოლაპარაკებებს ლუკაშენკოსთან და აშშ-ის ზოგიერთი სანქციის გაუქმების სანაცვლოდ ასობით პოლიტპატიმრის (მათ შორის ოპოზიციური ფიგურების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და იურისტების) გათავისუფლებას მიაღწია.