ავტორი:

აშშ ევროპას რუსული საფრთხის მოახლოებაზე აფრთხილებს - რა ინფორმაცია მოიპოვა CIA-მ დრონების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ?

აშშ ევროპას რუსული საფრთხის მოახლოებაზე აფრთხილებს - რა ინფორმაცია მოიპოვა CIA-მ დრონების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ?

აშშ სამხრეთ ევროპის ქვეყნებს მოსკოვის მხრიდან იმ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა, შესაძლოა, სავაჭრო გემებიდან ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მიმართულებით 600 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონები გაუშვას.

  • ესპანური მედიის ცნობით, ამერიკულმა დაზვერვამ ევროპის რამდენიმე ქვეყანას გაუზიარა ანგარიში, სადაც ესპანეთში, საფრანგეთსა თუ იტალიაში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ოპერაციაზე არის საუბარი

ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ხავიერ კოლასმა ესპანურ გამოცემა El Mundo-ში გამოაქვეყნა. განგაშის მიზეზს CIA-ის დირექტორის, ჯონ რატკლიფის გასული აგვისტოს მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს და მასში თავდასხმის კონკრეტულ სცენარი არის აღწერილი: დრონების გაშვება ჩვეულებრივ სამოქალაქო გემებად შენიღბული სატვირთო ხომალდებიდან.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომელთაც El Mundo ციტირებს, საუბარია რუსულ მცირე ზომის დრონ “გერბერაზე“ (სიგრძით სულ რაღაც ორი მეტრი, წონა 18 კგ). მას 160 კმ/სთ სიჩქარით 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

დრონის მცირე საბრძოლო მუხტი (4-5 კგ) მასობრივ ნგრევაზე კი არ არის გათვლილი, მას უფრო სიმბოლურ და დესტრუქციულ ეფექტის მოხდენის დანიშნულება აქვს: როგორიც მაგალითად აეროპორტის დროებით პარალიზება, ხანძრის გაჩენა ან იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვს ევროპის ზურგში დარტყმა სახმელეთო საზღვრების გადაკვეთის გარეშეც შეუძლია.

ესპანეთს, საფრანგეთსა და იტალიას კიდევ ერთი საერთო რისკ-ფაქტორი აერთიანებთ: სამივე ქვეყანაში 2027 წელს არჩევნები იმართება. სამივეგან არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც უკრაინის ხანგრძლივი ომით გამოწვეული საზოგადოებრივი დაღლილობის სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ პროცესის, რომლის მანიპულირებასაც ვლადიმერ პუტინის მთავრობა დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ მაღალი მედია-ეფექტის მქონე ქმედებებით შეეცდება.

ამავდროულად იტალიის თავდაცვის მინისტრმა, ჯუიდო კროზეტომ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საზოგადოებას მოუწოდა, “ცეცხლზე ნავთი არ დაასხან“

“არავის ინტერესში არ შედის და სრულიად უსაფუძვლოა ესპანური გამოცემის მიერ დილით გავრცელებული განგაში, რომელიც რუსული გემებიდან და დრონებიდან იტალიაზე, ესპანეთსა და საფრანგეთზე შესაძლო თავდასხმებს ეხება. ისედაც რთულ და დაძაბულ დროში ვცხოვრობთ და ცეცხლზე ნავთის დასხმა არავის არაფერში წაადგება“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

“El Mundo“ -ს მიერ ციტირებული ანგარიში შეახსენებს მკითხველს, რომ მოსკოვი უკვე თვეებია “ომის ზღვარს ქვემოთ“ მოქმედებს და იმ იზოლირებულ დივერსიულ აქტებს, როგორიც პოლონეთსა თუ გერმანიაში განახორციელა, ხელისუფლებებისა და საზოგადოებების რეაქციის შემოწმებას უთავსებს.

ახალი ის არის, რომ CIA-ის მონაცემებით, ესკალაციის ეს მოდელი შესაძლოა ხმელთაშუა ზღვის რეგიონზეც გავრცელდეს და დაამსხვრიოს უსაფრთხოების ის ცრუ განცდა, რაც წლების განმავლობაში იცავდა ესპანეთს (სულ მცირე, საზოგადოებრივ აღქმაში).

წყარო