ავტორი:

“GURIA NEWS“ -ის ინფორმაციით, ჩოხატაურში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს, თუმცა აღნიშნულს შსს უარყოფს: რას წერს გამოცემა

“GURIA NEWS“ -ის ინფორმაციით, ჩოხატაურში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს, თუმცა აღნიშნულს შსს უარყოფს: რას წერს გამოცემა

“GURIA NEWS“ - ის ინფორმაციით, ჩოხატაურში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს, თუმცა აღნიშნულს შსს უარყოფს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა "ამბაკოს დუქანში", ღამის საათებში მოხდა.

“ამბაკოს დუქანში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს. ბიჭები ქეიფობდნენ, სადაც შელაპარაკება მომხდარა და პოლიციელები ჩარეულან. რა დროსაც ერთ-ერთი მათგანისთვის დაურტყამთ”, - ამბობს წყარო გამოცემასთან.

როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, შსს-ში ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პოლიციელები პატრულირებისას ნასვამი ადამიანების ჩხუბს შეესწრნენ, რა დროსაც ორმა პირმა სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და შეურაცხყოფა მიაყენა.