ავტორი:

მელანია ტრამპის ელეგანტური ჩაცმულობა თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე - მედია პირველი ლედის სიმბოლურ ლუქს განიხილავს (ფოტოები)

მელანია ტრამპის ელეგანტური ჩაცმულობა თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე - მედია პირველი ლედის სიმბოლურ ლუქს განიხილავს  (ფოტოები)

ვაშინგტონში, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და მისი მეუღლის, პენგ ლიუანის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამს უმასპინძლეს.

საღამოს მელანია ტრამპის ჩაცმულობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

  • პირველმა ლედიმ თეთრი, Saint Laurent-ის ბლუზა, Dolce & Gabbana-ს შავი, პეონის მოტივებით შესრულებული შარვალი და იმავე ბრენდის შავი აბრეშუმის ქამარი მოირგო.

მისი ჩაცმულობის ერთ-ერთი მთავარი დეტალი პეონის ყვავილები იყო. პეონი ჩინურ კულტურაში სიმდიდრესთან, კეთილდღეობასა და კეთილშობილებასთან ასოცირდება, რის გამოც მელანია ტრამპის არჩევანი ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებულ საღამოს სიმბოლურ დეტალად იქცა.

  • მელანია ტრამპმა და პენგ ლიუანმა სახელმწიფო ვახშმამდე ვაშინგტონში, სმითსონის აზიური ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშიც მოინახულეს. ვიზიტის დროს ისინი ჩინური და ამერიკული კულტურის ნიმუშებს გაეცნენ და მოსწავლეების მუსიკალურ შესრულებასაც დაესწრნენ.

სახელმწიფო ვახშამს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელიც დაესწრო, მათ შორის Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და AMD-ის ხელმძღვანელი ლიზა სუ.

წყარო