სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყურადღების ცენტრში ბრედ პიტის რჩეული, ინეს დე რამონი მოექცა. ის მსახიობს ახალი ფილმის, "მხეცის გულის“, პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე ახლდა თან.

დე რამონმა წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი მწვანე მაქმანებიანი კაბა მოირგო - გამჭვირვალე დეტალებით, თხელი თასმებით, ღრმა დეკოლტეთი და ღია ზურგით. კაბას მინიმალისტური აქსესუარები შეუხამა.
ბრედ პიტი ღონისძიებაზე შავი კოსტიუმითა და თეთრი პერანგით მივიდა. მსახიობი ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.


ბოლო პერიოდში წყვილი ერთად არაერთ გახმაურებულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. პიტი და დე რამონი ერთად იმყოფებოდნენ აშშ-ის ღია პირველობის მატჩებზეც, მოგვიანებით კი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილს დაესწრნენ.