ვაკეში, N54-ე საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლის დაკარგვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია, ერთ-ერთი ბავშვის ფოტო სოციალურ ქსელში, ვაკის ჯგუფში გამოქვეყნდა.
"დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან, სკოლიდან თანაკლასელთან ერთად დაიკარგა ბავშვი. გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნოთ ან ნახეთ, დარეკეთ მითითებულ ნომერზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩვენ დავუკავშირდით 54-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქეთევან ჩოქურს, მისი თქმით, ორივე ბავშვი ნაპოვნია.
“უბრალოდ მომენტალურად მოხდა ყველაფერი, მერე დავინახეთ კამერებში, რომ ჭიშკარს იქით იყვნენ გადასულები, გზაზე გადავიდნენ ჩავრთეთ პატრული და ვიპოვეთ ორივე”, - ამბობს დირექტორი.