“ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით! ქვეყანა აკრძალეს! - წყალსაც წაუღია პარტიები და იუსტიციის ქაღალდი! მიუტანეთ “დახვეულ“ მდგომარეობაში კანცელარიაში და მორჩით ამ თემას!“ - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
“თემებზე, სადაც ხალხი არ არის. აბსტრაქტულ, გამოგონილ სისულელეებს გვახვევენ თავს.
პროპაგანდის ტოპ 5 “საყვარელი“ თემა:
ეს არის “ტოპ 5“ თემა, რაზეც უნდათ ყოველდღიური დისკუსიები, გადაცემები…
რატომ?! იმიტომ, რომ დრო გაჰყავთ, თვეებს, წლებს “აგორებენ“ და ამასობაში, რუსეთის გუბერნიად მიგვათრევენ.
ახლა კი ტოპ საკითხები, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ სურთ დისკუსია! არ სურთ გადაცემები ამ საკითხებზე:
ეს არის თემები, რაზეც კატეგორიულად არ უნდათ საუბარი! გადაცემები!
რას აკეთებს “აქეთა“, ანუ ჩვენი მხარე?! 95% საუბრობს მათ “საყვარელ“ თემებზე! 5% - ხალხის რეალურ საჭიროებაზე.
მათ “ტოპ 5“ თემაზე აბსოლუტური იგნორია საჭირო! ნუღარ განიხილავთ მათ, რა უნდათ, ან რა თქვეს! ჩვენ გავაკეთოთ, ჩვენ შევქმნათ დღის წესრიგი! ნუღარ იღლებით პარტიების აკრძალვის თემით! ქვეყანა აკრძალეს!
წყალსაც წაუღია პარტიები და იუსტიციის ქაღალდი! მიუტანეთ “დახვეულ“ მდგომარეობაში კანცელარიაში და მორჩით ამ თემას!
ყველა მინუს ივანიშვილი!
ეროვნული მოძრაობა და სახალხო დღის წესრიგი არის გამარჯვების ფორმულა”, - წერს ხაბეიშვილი.