ავტორი:

“საქართველოს ნაკრები გულშემატკივარმა სტადიონზე შეაცილა“ - თბილისის ცენტრიდან ემოციური კადრები ვრცელდება

“საქართველოს ნაკრები გულშემატკივარმა სტადიონზე შეაცილა“ - თბილისის ცენტრიდან ემოციური კადრები ვრცელდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთ ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდმა დღეს “დინამო არენაზე“ ჩრდილო ირლანდიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს უპასუხა.

Geo Team -ი თბილისის ცენტრიდან ემოციურ კადრებს ავრცელებს. ქართველი ფეხბურთელები მოედანზე გულშემატკივრებმა უკვე შეაცილეს და ისინი შეძახილებით გაამხნევეს.

“საქართველოს ნაკრები გულშემატკივარმა სტადიონზე შეაცილა. მატჩი უმაყურებლოდ? ბიჭები ამ ხალხის ხმას ყოველთვის გაიგებენ,“ - წერს Geo Team-ი.

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.