ავტორი:

პოლიციას სარდაფში შოკისმომგვრელი სცენა დახვდა - აშშ-ში დააკავეს 2 პირი, რომლებიც მოზარდებს “საძმოში“ გაწევრიანების სანაცვლოდ უცნაური დავალებების შესრულებას აიძულებდნენ

პოლიციას სარდაფში შოკისმომგვრელი სცენა დახვდა - აშშ-ში დააკავეს 2 პირი, რომლებიც მოზარდებს “საძმოში“ გაწევრიანების სანაცვლოდ უცნაური დავალებების შესრულებას აიძულებდნენ

ვისკონსინის უნივერსიტეტის არაღიარებული საძმოს ლიდერები მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ ჭუჭყში და აუტანელ სიცხეში, საძმოს კუთვნილი სახლის სარდაფში შეჯგუფებული, სოუსებითა და სუნელებით მოსვრილი 30-მდე ნახევრად შიშველი მოზარდი აღმოაჩინა. ინციდენტი, სავარაუდოდ, ე.წ ."ჰეიზინგს" (საძმოში ახალ წევრთა მიღების სასტიკ/დამაკნინებელ რიტუალს) უკავშირდება.

საძმოს პრეზიდენტი, 20 წლის ბრეიდენ კლაინი და ვიცე-პრეზიდენტი, 20 წლის სემიუელ ვეინი, ოთხშაბათს დააკავეს. მათ ბრალად სისხლის სამართლის გადაცდომა - “ჰეიზინგის“ ორგანიზება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ. პოლიციამ აღნიშნული შემზარავი სცენა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინა.

ინციდენტის ოფიციალური ოქმის თანახმად, სამართალდამცველები მედისონში მდებარე “Alpha Epsilon Pi“ საძმოს სახლში გასულ ოთხშაბათს, დაახლოებით 20:20 საათზე შევიდნენ. სამართალდამცველებს ადგილზე ახალგაზრდები დახვდნენ, რომელთა ნაწილს ”ფიზიკური ძალადობისთვის დამახასიათებელი ხილული დაზიანებები“ აღენიშნებოდა, ხოლო სხეული საჭმლით, სოუსებითა და სხვა სითხეებით ჰქონდათ დაფარული.

როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ეს საძმო “არაღიარებულ და აკრედიტაციის არმქონე“ სტუდენტურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც ვისკონსინის უნივერსიტეტმა სტატუსი 10 წელზე მეტი ხნის წინ გაუუქმა.

წყარო