ავტორი:

ფინეთში, მეტალოდეტექტორით მოსეირნე მამაკაცმა მიწაში დაფლული დიდძალი განძი იპოვა

ფინეთში, მეტალოდეტექტორით მოსეირნე მამაკაცმა მიწაში დაფლული დიდძალი განძი იპოვა

ფინეთში მეტალოდეტექტორით მისეირნე მამაკაცმა ვიკინგების ეპოქის დროინდელი ვერცხლის უზარმაზარი განძი იპოვა, რომელიც 4 000 - ზე მეტ მონეტას მოიცავს. ეს ამ ქვეყნის ისტორიაში მსგავსი ტიპის უდიდესი აღმოჩენაა.

განძი კალე ლაპინენმა ჰელსინკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 170 კილომეტრში მდებარე ქალაქ სისმიას ცენტრთან ახლოს იპოვა. მან აღმოჩენა 3 სექტემბერს გააკეთა და შესაბამის უწყებებს მაშინვე აცნობა, ხოლო ლაჰტის მუზეუმის არქეოლოგებმა ვერცხლის ამოღების სამუშაოები უკვე მომდევნო დღეს დაიწყეს.

მუზეუმის ოფიციალური განცხადების თანახმად, განძი “ათასობით ვერცხლის მონეტის, ზოდის ნატეხების, ვერცხლის სამაჯურის, სამკაულის დეტალისა და მძივისგან“.

შედგება, კოლექციაში გვხვდება თანამედროვე შვედეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე მოჭრილი მონეტები, ასევე დირჰამები თურქეთისა და ირანის ისტორიული რეგიონებიდან.

ლაჰტის მუზეუმის არქეოლოგმა და სამუშაოების ხელმძღვანელმა, ესკო თიკალამ Fox News Digital-ს განუცხადა, რომ ამოღებული ვერცხლი დაახლოებით 4.5 კილოგრამს იწონის და ახ.წ. 1000–1050 წლებით თარიღდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კოლექცია ორჯერ აღემატება ფინეთში აქამდე ცნობილ ვიკინგების ეპოქის უდიდეს განძს, რომელიც 1895 წელს ნოუსიაინენში იპოვეს და დაახლოებით 1 700 მონეტას მოიცავდა.

განძის მფლობელის ვინაობა ისტორიის საიდუმლოდ რჩება, თუმცა მისი დამარხვის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. მონეტები და სხვა ნივთები დაბალი კლდოვანი შვერილის გვერდით, ისეთ ადგილას იყო დაფლული, საიდანაც მათ ამოღებას მფლობელი ადვილად შეძლებდა. თუმცა, თუ რატომ ვერ დაუბრუნდა იგი თავის განძს, გაურკვეველია.

წყარო