მილანის მოდის კვირეული 22 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს დაიხურება. მოდის სამყაროსთვის მოდის კვირეული მნიშვნელოვანი ამბავია, მით უფრო მილანის მოდის კვირეული - პრესტიჟული ღონისძიებაში მსოფლიოს ცნობილი დიზაინერები, მოდის სახლები ახალი კოლექციებით მონაწილეობენ. მათ სამოსს ყოველთვის სუპერმოდელები წარადგენენ. ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ცნობილმა მოდელმა ნასტასია ლეგრან-ბაბლუანმა “ფენდის“, “მაქს მარასა“ და “ეტროს“ ახალი კოლექციის წარდგენაში მიიღო მონაწილეობა.
ის პოდიუმზე გამოსვლას თავის სერიოზულ საქმედ მიიჩნევს და პასუხისმგებლობით ეკიდება. ამიტომ ახალგაზრდა მოდელმა თავიდანვე მიიპყრო მოდის ექსპერტების ყურადღება, ამასთან მონაწილეობა მიიღო პრესტიჟულ და გავლენიანი მოდის სახლების ჩვენებებზე.
მისი გარეგნული მონაცემები და უნიკალური გარეგნობა იდეალურად ერგება მაღალი მოდის სტანდარტებს.
ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალი სახეა საერთაშორისო სამოდელო სივრცეში.
“პარპლ მაგაზინ“ - მოდის გამორჩეული კრეატიული ჟურნალია, რომლის ყდაზეც ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი წარმოადგენს “დიორის“ ბრენდს.