ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა, მატჩი დასრულდა ჩვენი სამარცხვინო მარცხით, ანგარიშით 0:1.
პირველი ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა ძალიან უღიმღამოდ და ინერტულად ჩაატარა.
საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი ძირითადი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:
შეიძლება ითქვას, რომ სანიოლმა ექსპერიმენტის ჩატარება სცადა ამ შემადგენლობით, სხვა შემთხვევაში აუხსნელია, რატომ დატოვა სათადარიგოთა სკამზე ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებში ცვლილებით დაიწყო - სანიოლმა ხარებაშვილის ნაცვლად გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, რამაც აშკარად გააქტიურა ჩვენი ნაკრები.

53-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძეს მიაწოდა ბურთი, რომელმაც უზუსტესი პასი მისცა მიქაუტაძეს, ამ უკანასკნელის დარტყმული კი ირლანდიელთა მეკარემ დიდ ძალისხმევით მოიგერია.
62-ე წუთზე, კვარაცხელიას საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებისას, მეტოქის საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი დაეცა, ეპიზოდი ვარ-ზე გადამოწმდა, რის მერეც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
ჩრდ. ირლანდიის კარში პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა, რომელიც ბურთი მეკარემ აიღო.
75-ე წუთზე საქართველოს ნაკრები აშკარა გოლს გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა.
მალევე ცვლილებები განხორციელდა - მექვაბიშვილისა და კვერნაძის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი და ოთარ კიტეიშვილი შევიდნენ. სწორედ ამ უკანასკნელის დარტყმა მოიგერია ირლანდიელთა მეკარემ გაჭირვებით.
85-ე წუთზე ჩარლზის დარტყმის შემდეგ უკვე ჩვენ გადავრჩით - მისი დარტყმული მამარდაშვილის კარს, საბედნიეროდ, ასცდა.
დამატებითი წუთების მიწურულს, ირლანდიელებმა შეძლეს ჩვენი კარის დალაშქვრა - ბურთი საქართველოს ნაკრებს ჩარლზმა გაუტანა. საბოლოო ანგარიში 0:1 დაფიქსირდა.
დასკვნისთვის მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე შორს ვერ გავფრინდებით.
შეგახსენებთ, UEFA-ს რეგულაციის გამო დღევანდელი საფეხბურთო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა. ამის მიზეზი სომხეთთან მატჩის ბოლოს მომხდარი დაპირისპირება გახდა.
იხილეთ ასევე: