ავტორი:

“გამოძიება გრძელდება - საბრალდებო სკამი ელოდება იმ პირებს, ვინც ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა“ - ეკა კუპატაძე

“გამოძიება გრძელდება -  საბრალდებო სკამი ელოდება იმ პირებს, ვინც ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა“ - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის დედა - სამართლიანობა აღდგება, მაშინ, როდესაც ყველა, ვინც საქმის “ჩაფარცხვაში“ მიიღო მონაწილეობა, საბრალდებო სკამზე დაჯდება - ექიმებიც დასხდებიან საბრალდებო სკამზე

“სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც ყველა, ვინც საქმის “ჩაფარცხვაში“ მიიღო მონაწილეობა, დაჯდება საბრალდებო სკამზე და ექიმებიც დასხდებიან საბრალდებო სკამზე“, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

  • ეკა კუპატაძის თქმით, რომ არა ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ამ საქმის მოქცევა, გიგას მკვლელებიდან ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაკავებული და ალბათ, რამდენიმე თვეში მასაც გაათავისუფლებდნენ.

“ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობა აღდგა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა არასრულწლოვანი ფიგურანტი დაკავებულია, მაინც გამოყოფილია საქმე და გრძელდება გამოძიება. ამ ეტაპზე არც მე მოვიაზრებ და არც პროკურატურა მოიაზრებს სხვა რომელიმე არასრულწლოვანს. გიგას მკვლელობაში უშუალოდ ფიგურანტები ვინც იყვნენ, ყველა ზის სკამზე, თუმცა გამოძიება გრძელდება.

საბრალდებო სკამი ელოდება იმ პირებს, ვინც ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა. იცის მთელმა საქართველომ, რომ რომ არა მკვლელობის განყოფილება და რომ არა ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ ამ საქმის მოქცევა, გიგას მკვლელებიდან ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერილი და ალბათ, რამდენიმე თვეში მასაც გაათავისუფლებდნენ.

სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც ყველა, ვინც საქმის ჩაფარცხვაში მიიღო მონაწილეობა, დაჯდება საბრალდებო სკამზე და ექიმებიც დასხდებიან საბრალდებო სკამზე. როცა ვახსენებ ექიმებს, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ გიგას არ ჰქონდა სიცოცხლის შანსი. ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ გვიწერია, რომ მიზეზ-შედეგობრივი პირდაპირ დარტყმა იყო და ამან გამოიწვია გარდაცვალება, გიგა ავალიანი არ გადარჩებოდა, მაგრამ ვსაუბრობ იმიტომ, რომ იგივე სამედიცინო მომსახურების პირობებში სხვა პაციენტი, ვისაც ექნებოდა სიცოცხლის შანსი, ვერ გადარჩებოდა. მე საზოგადოებისგან ძალიან დიდი ვალი მაქვს და ეს ვალი ამით მაინც უნდა გადავუხადო, რომ ის ექიმები, ვინც გიგა ავალიანი მიიღო, ჩამოვაშორო სამუდამოდ სამედიცინო მიმართულებას“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.