ავტორი:

"რომ მივედით, საშინელი სურათი დაგვხვდა"  - სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

"რომ მივედით, საშინელი სურათი დაგვხვდა"  - სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, ბათუმი-ქუთაისის მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა. ინფორმაციას info imereti ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ლიანდაგის მიმდებარედ ბაბუა და შვილიშვილი თვითდასაქმებულები იყვნენ.

"რომ მივიდეთ ადგილზე საშინელი სურათი დაგვხვდა, ბიჭი ადგილზე იყო გარდაცვლილი", - ამბობს თვითმხილველი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს.