ავტორი:

"სადმე დავწერე, რომ ჩურჩხელა ქართული არ არის? მარტო თქვენ გაქვთ უფლება, მისი მომზადების? “ - სომეხმა ბლოგერმა ჩურჩხელის ამოვლების ვიდეო გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვა

"სადმე დავწერე, რომ ჩურჩხელა ქართული არ არის? მარტო თქვენ გაქვთ უფლება, მისი მომზადების? “ - სომეხმა ბლოგერმა ჩურჩხელის ამოვლების ვიდეო გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვა

სოციალურ ქსელში ჩურჩხელის მომზადების ვიდეომ ქართული და სომხური აუდიტორიის ნაწილი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირა. სომეხმა ბლოგერმა Anjela Vardi Erevan-მა ჩურჩხელის მომზადების ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა მის პოსტს ქართველების ნაწილი მწვავე კომენტარებით გამოეხმაურა.

ბლოგერი ამჟამად სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში, ტატევის მონასტერში იმყოფება. სწორედ იქ გადაღებულ ვიდეოში ის ნიგვზით ჩურჩხელის მომზადების პროცესს აჩვენებს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F927748976647115%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

პოსტს რუსულ ენაზე ასეთი სათაური აქვს: "ჩურჩხელა, შაროცი (ტკბილი სუჯუკი)“.

ავტორი დეტალურად წერს რეცეპტზეც. მის ინგრედიენტებში შედის ნიგოზი, შაქარი, ფქვილი, ყურძნის წვენი, ვანილი, დარიჩინი, მიხაკი და ლიმონმჟავა. მომზადების აღწერაში კი აღნიშნავს, რომ ნიგოზს ძაფზე აცვამს, შემდეგ ყურძნის წვენისგან მომზადებულ სქელ მასაში ავლებს და გასაშრობად კიდებს.

სწორედ პოსტში გამოყენებულმა სახელწოდებებმა გამოიწვია ქართველი მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილება.

ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს, რომ "ჩურჩხელა ქართულია“ და აღნიშნავს, რომ სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ სამზარეულოებში მსგავს ტკბილეულს სხვადასხვა სახელით იცნობენ.

სხვა ქართველი მომხმარებელი კი წერს:

"გააკეთეთ და მიირთვით, ვინ გიშლით, ოღონდ თქვით, რომ ქართული ნუგბარია.“

  • ქართველი მომხმარებლების ნაწილმა ბლოგერი და ზოგადად მეზობელი ხალხი ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და სახელწოდებების მითვისებაში დაადანაშაულა. მათი პოზიციით, ჩურჩხელა, ხაჭაპური, ხინკალი და სულგუნი ქართული ეროვნული იდენტობის ნაწილია და სხვა სახელებით (როგორც "შაროცი") მათი წარმოჩენა ისტორიის გაყალბების მცდელობაა.

კიდევ ერთმა მომხმარებელმა კამათს იუმორით უპასუხა და დაწერა, რომ მალე შეიძლება "ჩურჩხელას პასპორტი, ხოლო მწვადს მოქალაქეობა მოსთხოვონ“.

დისკუსიაში სომეხი ინტერნეტ მომხმარებლებიც ჩაერთნენ.

ერთ-ერთი მათგანი წერს, რომ მსგავს ტკბილეულს სომხურ სამზარეულოში "შაროზი“ ეწოდება და მისი აზრით, ქართველებისა და სომხების გარდა ბევრ ადამიანს აქვს ეს ტკბილეული გასინჯული.

საბოლოოდ, კომენტარებში მიმდინარე კამათს თავად ბლოგერი გამოეხმაურა.

Anjela Vardi Erevan-მა ქართველებს მიმართა:

"ბატონებო ქართველებო, უბრალოდ შოკირებული ვარ, რამდენად გაბრაზებული, თავხედური და უხეში ხართ. ამდენი ცუდი რამ დაწერეთ, რისთვის? და რატომ? როგორ შეძელით ჩემს ვიდეოში რაიმე ცუდის დანახვა? სადმე დავწერე, რომ ჩურჩხელა ქართული არ არის? ან მარტო თქვენ გაქვთ უფლება, მისი მომზადების? ამ გზით თქვენს უცოდინარობას აჩვენებთ.

ღმერთს ტვინი სთხოვეთ, ის ნამდვილად გჭირდებათ, - წერს ის.

ამ კომენტარმა კამათი კიდევ უფრო გაამწვავა.

სოციალურ ქსელში დაწყებულმა კამათმა კი უკვე გასცდა კონკრეტული რეცეპტის განხილვას და ქართული და სომხური სამზარეულოს მსგავსებისა და განსხვავებების, სახელწოდებებისა და კულტურული კუთვნილების შესახებ მორიგ დისკუსიად იქცა.