გუდაურში, ზემო მლეთასთან სატვირთო ავტომობილი კლდეს შეეჯახა. ინფორმაციას და ფოტოს ადგილიდან "ინფო რუსთავი" აქვეყნებს.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
ამ დროისთვის ადგილზე საავტომობილო საცობია.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს