თითოეული ავიაკომპანია მკაცრად არეგულირებს სალონში შეტანილი ხელბარგის წონასა და ზომებს. მგზავრებმა შესაძლოა, ერთი და იგივე ტიპის თვითმფრინავით იფრინონ, მაგრამ ავიაკომპანიისა და ბილეთის ფასის მიხედვით, მათ სრულიად განსხვავებული ბარგის დასაშვები ლიმიტი ჰქონდეთ და როგორც აღმოჩნდა, საქმე მხოლოდ ფულში არ არის.
მაგალითად, ყოფილი პილოტი განმარტავს, რომ როდესაც მან 1998 წელს ავიაციაში მუშაობა დაიწყო, რეგულაციებით დადგენილი მგზავრის სტანდარტული წონის ლიმიტი ერთ ადამიანზე 77 კგ იყო, ხელბარგის გამოკლებით. თუმცა, მგზავრის საშუალო წონის ზრდასთან ერთად, რეგულაციების გადახედვაც გახდა საჭირო.
იგი აღნიშნავს, რომ ზედმეტი ბარგი განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს საგანგებო სიტუაციის დროს. კვლევები აჩვენებს, რომ მგზავრები, რომლებიც ევაკუაციის დროს ჩერდებიან თავიანთი ნივთების ასაღებად, ანელებენ თვითმფრინავის გასვლას. ამიტომ, მოგზაურობისთვის ბარგის ჩალაგებისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: თუ გსურთ, რომ თქვენი რეისი დროულად გაფრინდეს და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, უფრო უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინოთ, ნაკლები ბარგი ჩაალაგეთ.
ცნობისათვის, 150-დან 299-მდე სამგზავრო ადგილის მაქსიმალური ტევადობის მქონე თვითმფრინავებისთვის, მათ შორის Boeing 737-ისთვის, ზრდასრული მამაკაცის სტანდარტული დასაშვები წონაა 81.8 კგ, ხოლო ზრდასრული ქალისთვის - 66.7 კგ. ასევე შედის ხელბარგი, რომლის სტანდარტული დასაშვები წონა 7 კგ-ია ერთ მგზავრზე. განაგრძეთ კითხვა