"მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გადმოგვეცით და იმ მომენტებისთვის, რომლებიც ერთად გავიარეთ" - გიორგი მიქაუტაძემ ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა

"მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გადმოგვეცით და იმ მომენტებისთვის, რომლებიც ერთად გავიარეთ" - გიორგი მიქაუტაძემ ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება და მას მადლობას უხდის.

"მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გადმოგვეცით და იმ მომენტებისთვის, რომლებიც ერთად გავიარეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მადლობა იმ ძალისთვის, რომელიც მოგვეცით.

თქვენი წყალობით გავიზარდეთ, საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ფურცლები.

მედნის მიღმა კი ყველაზე მეტად იმ ადამიანურ ურთიერთობებს, რჩევებსა და ყველაფერ იმას ვაფასებ, რაც ამ წლების განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ.

ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად. მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს მიქაუტაძე.

ცნობისთვის, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

ასევე წაიკითხეთ: "მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ ჩანდა ეს დალოცვილი, თავადაც უნდა წასულიყო" - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე

როგორ ეხმაურება კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას?