ვილი სანიოლი, რომელმაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს დატოვა, მიმართვას ავრცელებს.
ფრანგი სპეციალისტი, გულშემატკივარს მიმართავს.
"ძვირფასო საქართველო, გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ. მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.
თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით. აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა.
მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.
მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით", - წერს ვილი სანიოლი.
ცნობისთვის, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.
ასევე წაიკითხეთ: "მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ ჩანდა ეს დალოცვილი, თავადაც უნდა წასულიყო" - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
როგორ ეხმაურება კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას?