საქართელოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლს ემოციური პოსტით ემშვიდობება.
"მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ. ეს იყო საოცარი მოგზაურობა. მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშისას არაერთხელ გამეხარებინა ქართველი გულშემატკივარი.
თქვენ გაგვიყვანეთ ევროპის ჩემპიონატზე, რაზეც ქართველები ამდენი წლის განმავლობაში ვოცნებობდით. ამის გამო თითოეული ქართველი, ჩემი ჩათვლით, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი იქნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ და თქვენს ოჯახს მომავალში მხოლოდ წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებთ," - დაწერა ბუდუ ზივზივაძემ სოციალურ ქსელში.
გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლით, 0:1 დამარცხდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ფრანგ სპეციალისტს რევაზ სვანაძე შეცვლის.