დღეს 6 წლის თომას გაგაცნობთ, რომელიც სახის მძიმე დეფორმაციით დაიბადა. დედა 4 თვის ორსული იყო, როცა მის მუცლადმყოდ შვილს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ბავშვის გაჩენა არ ურჩიეს. თუმცა დედამ შვილის გაჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
თომას ოცნებაა ექიმი გამოვიდეს და როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებსაც დაეხმაროს.
ნათია როჭიკაშვილი, თომას დედა:
"ორსულად რომ ვიყავი, ექიმმა მითხრა: სახის ანომალიით დაიბადებაო. ამის გაჩენა არ შეიძებაო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბავშვი აუცილებლად გამეჩინა, რადგან დედობის შესაძლებლობა მეძლეოდა. ექიმმა ორსულობა 8 თვემდე მიიყვანა. თომა ღუდუშაურის კლინიკაში დაიბადა, სახის ანომალიით.
ზოგიერთმა ექიმმა ბავშვის კლინიკაში დატოვება შემომთავაზა. დედობის მეტი შანსი არ მქონდა და რომც მქონოდა ჩემს შვილს არასდროს მივატოვებდი. 3 თვის შემდეგ თომა სახლში წამოვიყვანეთ. ერთი წლის ასაკში გავუკეთეთ პირველი ოპერაცია.
თომას ორი ოპერაცია კიდევ სჭირდება. ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ბევრი მიზანი აქვს. წელს პირველ კლასში შევიყვანეთ, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია."
ვისაც გაქვთ თომას დახმარების სურვილი, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მითითებული ანგარიშის ნომერზე:
GE20TB7817945064300010 - მიმღები: ნათია როჭიკაშვილი (თომას დედა)