ავტორი:

საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • როგორც საქართველოში აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, ქართველ პარტნიორებთან ერთად იხსენებენ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღო.

“დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.