მსახიობი ია ფარულავა მუსიკოს Kordz-ს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ის აღნიშნავს, ხელოვანებს, უნდა ჰქონდეთ უფლება იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. და თუ ვინმემ კანონი დაარღვია - არსებობს კანონი და შესაბამისი ინსტიტუტები
“მინდა გამოვეხმაურო Kordz-ის გარშემო ატეხილ აურზაურს.
ის, რასაც ახლა ხელისუფლება ამ ყველაფრის გარშემო აკეთებს, ჩემთვის აბსოლუტური მარაზმია.
კორძს პირადად არ ვიცნობ. ვიცნობ მის დედას, თამარს - ბავშვობაში ერთად ვართ გადაღებული ფილმში “ძნელი დასაწყისი “. ვიცნობ მის ბებიასაც.
შარშან როცა მჭირდებოდა მუსიკალური კომპილაცია კლიპისთვის, რომლითაც ამერიკასა და დონალდ ტრამპს საქართველოს დახმარებისკენ მივმართავდი, Kordz-თან დაკავშირება ვცადე. ერთ ქალბატონს დავუკავშირდი, რომელიც, როგორც მახსოვს, კორძთან კომუნიკაციას აწარმოებდა. ძალიან სასიამოვნო საუბარი გვქონდა, თუმცა საბოლოოდ კორძთან პირადად ვერ დამაკავშირა და ცივი უარი მივიღე კორძისგან.
მახსოვს, იმ დროს ეს უარი ცოტა გამიკვირდა და, ალბათ, გულიც დამწყდა. მაგრამ მერე რა?
მე არც Kordz-ის ადვოკატი ვარ და არც მისი პირადი არჩევანის შეფასება მინდა. უბრალოდ, ერთი რამ მგონია ძალიან მნიშვნელოვანი: ადამიანებს, განსაკუთრებით ხელოვანებს, უნდა ჰქონდეთ უფლება იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. და თუ ვინმემ კანონი დაარღვია - არსებობს კანონი და შესაბამისი ინსტიტუტები,“ - წერს ფარულავა.
"მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, "ოცნების" წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.