ავტორი:

ტრადიციული ქართული ჯვრისწერა სვეტიცხოველში, წვეულება გრანდიოზული ფეიერვერკის ფონზე და ყველასგან გამორჩეული ტორტი - ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა: ვინ არის მისი რჩეული? (ფოტო/ვიდეო)

ტრადიციული ქართული ჯვრისწერა სვეტიცხოველში, წვეულება გრანდიოზული ფეიერვერკის ფონზე და ყველასგან გამორჩეული ტორტი - ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა: ვინ არის მისი რჩეული? (ფოტო/ვიდეო)

ქართველი MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა დაქორწინდა. ულამაზესი ქორწილის კადრებს სპორტსმენი “ინსტაგრამზე“ თავად ავრცელებს.

ლიანა ჯოჯუამ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა. წყვილმა წმინდა რიტუალი ტრადიციული ქართული სამოსისა და მოტივების ფონზე აღასრულა. ლიანა ჯოჯუას სადა, თუმცა ულამაზესი კაბა ეცვა, ხოლო ნეფემ ჩოხა მოირგო.

ჯვრისწერის შემდეგ, წყვილი ტაძრიდან სტუმრებმა ხანჯლების ქვეშ გამოატარეს. ეზოში კი ულამაზესი ფოტოსესია გაიმართა.

  • გავრცელებული ინფორმაციით ჯოჯუს რჩეული ნიკა ჯაფარიძეა.

ჯვრისწერის შემდეგ ქორწილს თანამედროვე გაგრძელება მოჰყვა. წყვილმა ყველასგან გამორჩეული, ტირამისუს ტორტი დააგემოვნა, რასაც გრანდიოზული ფეიერვერკი მოჰყვა.

ქართველი სპორტსმენი მისი რჩეულის ვინაობას არ ასაჯაროებდა. რამდენიმე თვით ადრე ლიანა ჯოჯუამ ხელის თხოვნის ულამაზესი კადრები გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ამცნო, რომ რჩეულს - “დიახ“ უთხრა.

იხილეთ ასევე: