ავტორი:

ავარია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - არის მსხვერპლი: რა დეტალები ხდება ცნობილი

ავარია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - არის მსხვერპლი: რა დეტალები ხდება ცნობილი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სუფრაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი გარდაიცვალა, 35 წლის მამაკაცმა კი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა მძიმე ტრავმები მიიღო.

ის თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანეს.