ტრაგედია ბათუმში - ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ტრაგედია ბათუმში - ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 5 წლამდე ბავშვი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.

  • დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მყოფებს მიკროავტობუსი შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ფოტო: "აჭარა თაიმსი"