რა ღირს კაბა, რომელიც მარიამ შენგელიას ქორწილში ეცვა? - ვრცელდება ვიდეოკადრები მომღერლის გრანდიოზული ქორწილიდან

რა ღირს კაბა, რომელიც მარიამ შენგელიას ქორწილში ეცვა? - ვრცელდება ვიდეოკადრები მომღერლის გრანდიოზული ქორწილიდან

მომღერალი მარიამ შენგელია და მორაგბე გიორგი მჭედლიშვილი დაქორწინდნენ. გრანდიოზული ქორწილის კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება.

საღამოს, რომელიც მუსიკალური ნომრებით იყო დატვირთული, მსახიობი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა.

ქორწილში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ, მათ შორის იყვნენ შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი, მომღერალი სალომე ბაკურაძე, ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე.

  • მარიამ შენგელიას ერთ-ერთი მეჯვარე მისი ახლო მეგობარი, მომღერალი ნუცა თოფურია გახლდათ.

  • დიდი ყურადღება მიიქცია პატარძლის საქორწინო კაბამ, რომელიც ბრენდ RARA COUTURE-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება 5,850 აშშ დოლარია.

კაბა მაქმანებისგან არის დამზადებული, ზურგი კი მთლიანად მოღებულია.