სამხრეთ აფრიკაში ღამის განმავლობაში სამ მასობრივ სროლა იყო, რამაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამჟამად პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს.
პოლიციის განცხადებით, შაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს საათებში რვა დაუდგენელმა მამაკაცმა ტავერნის გარეთ მყოფ სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შენობაში შევიდნენ და დარჩენილ ხალხს დაუწყეს სროლა. სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, პისტოლეტებითა და AK-47-ის ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი.
როგორც პოლიცია ვარაუდობს, თავდამსხმელებმა გაჩხრიკეს დაწესებულების ზოგიერთი სტუმარი და მათ მობილური ტელეფონები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან ორი დაუდგენელი ავტომობილით მიიმალნენ.

პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები დაწესებულებაში კვირას, დილით შევიდნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. ხუთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში დაიღუპა.
პოლიციის კომისრის განცხადების მიხედვით, შესაძლო მოტივი ბიზნესთან დაკავშირებული დავა უნდა ყოფილიყო.
"როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ბიზნესკონკურენციასთან ან ბიზნესთან დაკავშირებულ შურთან. შესაძლოა, პრობლემა იმით იყოს განპირობებული, რომ ადამიანები ალკოჰოლს უფრო იაფად ყიდულობენ სხვაგან და შემდეგ აქ მოდიან მის დასალევად. თუმცა, ამ საკითხს ჯერ კიდევ ვიკვლევთ", - განაცხადა ლეიტენანტ-გენერალმა სიზკელე უილიამ დიანტიმ.
![]()
პოლიციის უახლესი მონაცემებით, იანვრიდან მარტამდე პერიოდში სამხრეთ აფრიკაში ყოველდღიურად საშუალოდ 58 მკვლელობას ჰქონდა ადგილი.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების მქონე სამი მამაკაცი იპოვეს. ორი მათგანი ავტომობილში აღმოაჩინეს, მესამე კი - ავტომობილის გვერდით. მეოთხე დაზარალებული, რომელსაც ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა იქ მისვლისთანავე გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი დანაშაული სამხრეთ აფრიკაში დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს: ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მასობრივი სროლების შემთხვევები მატულობს. ისინი ხშირად ქვეყნის ყველაზე ღარიბი თემების წარმომადგენლებს შორის ხდება.
მოამზადა: ანა სიბოშვილმა