"მწვრთნელი როცა იცვლება, გუნდი ამაზე ემოციურად რეაგირებს" - რა თქვა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე?

"მწვრთნელი როცა იცვლება, გუნდი ამაზე ემოციურად რეაგირებს" - რა თქვა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე?

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

  • შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ პრესკონფერენცია გამართა.

"იარემჩუკი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ პრობლემა მიკოლენკოსთან მიმართებაში გვაქვს, სადაც ალბათ უკეთესი იქნება, არ გავრისკოთ. რატომ არის 4-4-2 წარმატებული ტაქტიკა? მთავარი არა ტაქტიკა, არამედ ხასიათია. მინდა ფეხბურთელები საუკეთესო პოზიციებზე დავაყენო. ერთი ფორვარდით ვითამაშებთ თუ ორით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ჩვენი ბიჭები კარგ ფორმაში იყვნენ. პირველი მატჩისგან განსხვავებით ახლა მეკარე ტრუბინი ითამაშებს, ეს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ჩვენმა გუნდმა ცალ-ცალკე ივარჯიშა, ეს გაყოფა გარკვეულ მიზანს ემსახურება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა უკვე ცნობილია. ვინც ითამაშებს და ვინც როტაციაში მოხვდება, თავს ყველა კარგად წარმოაჩენს, მჯერა!

მწვრთნელი როცა იცვლება, გუნდი ამაზე ემოციურად რეაგირებს. ჩვენი ფიქრი ამაზე არ უნდა დავკარგოთ, საკუთარ თამაშზე უნდა ვიზრუნოთ. ხვიჩა კვარაცხელია განუმეორებელი მოთამაშეა. ის ჩვენი ზაბარნის თანაგუნდელია. ხვიჩა "ოქროს ბურთს" იმსახურებს არა მხოლოდ ბოლო სეზონის გამო, არამედ იმისთვისაც, ის "ნაპოლიში" როგორც თამაშობდა. განაგრძეთ კითხვა>>>