ავტორი:

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს- დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს- დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები

რუსებმა ხარკოვის სალტოვსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაშავდა.

  • დაშავებულთა შორის 8 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

არსებული ცნობების მიხედვით, თავდასხმის შედეგად სახლის ორი სართული დაინგრა.

ხარკოვის რეგიონული- სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულ ბავშვებს შორის არიან 12 და 3 წლის გოგონები და 8 წლის ბიჭი.

წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის კიევის რაიონსაც დაარტყეს.