საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, დღეს, 28 სექტემბერს, "ერთა ლიგის" გათამაშებაში მეორე შეხვედრას გამართავს და თბილისში, დინამო არენაზე უკრაინას დაუპირისპირდება.
მანდამდე ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდა და მატჩი ანგარიშით 0-1 დათმო.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქარტველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ვილი სანიოლმა და ის რამაზ სვანაძემ შეცვალა. სვანაძის ხელმძღვანელობით კი ჩვენი ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა მატჩამდე ცოტა ხნით ადრე კომენტარი გააკეთა.
- ჩვენს ჯგუფში პარალელურმა მატჩმა ყველა გააკვირვა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიამ საქართველოს მოუგო. ეს უკრაინის ეროვნულ გუნდს ხელს აძლევს? - ჰკითხა მას ჟურნალისტმა, რასაც უკრაინის მწვრთნელმა ასე უპასუხა:
- ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. თუმცა, ამ წაგებაში ქართველები თავად არიან დამნაშავეები. ვფიქრობ, კვარაცხელიას რომ პენალტი გაეტანა, მასპინძლები თამაშს გამარჯვებამდე მიიყვანდნენ.
ცნობისთვის, მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.