თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
"თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
თბილისის მერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.