აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეამციროს და ის დათანხმდა.
"ეს სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ არის. ეს უფრო რუსეთის პრობლემაა, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ებრძვიან და უკრაინა რუსეთში დიზელის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებს, რადგან ისინი ნავთობგადამუშავების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და ვუთხარი: "ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები უნდა შეამციროთ“, მან მითხრა: "ალბათ, ასე მოვიქცევით”, - აღნიშნა ტრამპმა.