ავტორი:

"გია ბარამიძის სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილიც წვერ-ულვაშიანია" - მიხეილ სააკაშვილი

"გია ბარამიძის სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილიც წვერ-ულვაშიანია" - მიხეილ სააკაშვილი

სხვათა შორის, გია ბარამიძის პატივსაცემად, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, რადგან სულ აკრიტიკებენ ბოლო ხანებში წვერის გამო,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სწორედ ამ სხდომაზე წარადგენს ის საკუთარ პროგრამას.

“მე არ ამიღია ხელში იარაღი, ვეხმარებოდი გია ბარამიძეს ტყვეების გადაცვლაში, სხვათა შორის, მის საპატივსაცემლოდ მოვიზარდე, სოლიდარობის ნიშნად, რადგან სულ აკრიტიკებენ ბოლო ხანებში წვერის გამო. მეგონა, ეს წვერი აბერებდა. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილმაც იგივე გააკეთა, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი, გადმოგცემთ ამბავს ციხიდან”, - განაცხადა სააკაშვილმა.