ავტორი:

"საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ…" - ავტოავარიას მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი ემსხვერპლა

"საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ…" - ავტოავარიას მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი ემსხვერპლა

რუსთავის ავტობანზე მომხდარ ავარიას მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი, დავით რობანიშვილი ემსხვერპლა.

  • არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ცნობებით, რობანიშვილი რუსთავის ავტოდრომზე მიდიოდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ…".

"რობანა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და დისციპლინებული სპორტსმენი იყო ქართულ ავტო-მოტო სპორტში".

"საოცარი ადამიანი, მაგარი სპორტსმენ. როგორ დამწყდა გული", - წერეს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები.