ავტორი:

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ 45 წლის ლელი თეთრაულის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.

“ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

45 წლის ლელი თეთრაულის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.

ცნობილია ის, რომ ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის და რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება. ახლობლებისათვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ცხედარს სამშობლოში 30 სექტემბერს ჩამოასვენებენ. ლელი თეთრაულს 1 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ,“ - ავრცელებს ადგილობრივი მედია.