ავტორი:

ავიაკატასტროფა მონრეალთან - ვერტმფრენის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა მონრეალთან - ვერტმფრენის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში, კვებეკის პროვინციაში, ქალაქ მონრეალიდან 50 კილომეტრში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე მისულ მაშველებს საჰაერო ხომალდი ცეცხლმოკიდებული დახვდათ.

ტრაგედია პატარა ქალაქ სენტ-ბრიჟიდ-დ'იბერვილში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შაბათს ნაშუადღევს, ადგილობრივი დროით 14:30 საათის შემდეგ შევიდა შეტყობინება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ხომალდში მყოფი ოთხივე პირი გარდაცვლილად გამოაცხადეს.

პოლიციის განცხადებით, ჩამოვარდნილი საჰაერო ხომალდი კერძო ვერტმფრენს წარმოადგენდა.

დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

წყარო