28 სექტემბერს, სტამბოლის სასამართლომ თურქი კომიკოსი დენიზ გოქთაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და “რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფაში“ ცნო დამნაშავედ, განაჩენი ივნისში გამართულ სტენდაპ-შოუს უკავშირდება.
32 წლის დენიზ გოქთაში 3 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც YouTube-ზე გამოქვეყნებულმა მისმა შოუმ 9 მილიონამდე ნახვა დააგროვა, ხოლო X-ზე გავრცელებულმა მოკლე ვიდეოებმა სწრაფი პოპულარობა მოიპოვა.
კომიკოსს ბრალად ედებოდა ერდოღანის შეურაცხყოფა, ისლამზე ხუმრობით საზოგადოებრივი სიძულვილისა და მტრობის გაღვივება, ასევე დანაშაულისა და დამნაშავეების ქება.

გოქთაშს თავისი შოუს შინაარსი არ უარყვია, თუმცა ამტკიცებდა, რომ ხუმრობებით არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მაგალითად, ერდოღანის მიმართ გამოყენებული ტერმინი “დიქტატორი“ რომელიც პროკურორებმა უკანონო შეურაცხყოფად მიიჩნიეს, კომიკოსის თქმით “პოლიტიკური შეფასებაა იმ პრეზიდენტსა და იმ პარტიის ლიდერს მიმართ, რომელიც ქვეყანას 25 წელია მართავს“
მოსამართლემ გოქთაში ერდოღანის შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ისლამზე ხუმრობის გამო წაყენებული “სიძულვილისა და მტრობის გაღვივების“ ბრალდება შეამსუბუქა და იგი შედარებით მსუბუქი მუხლით “რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფით“ შეცვალა. მესამე ბრალდებაში - “დანაშაულებრივი საქმიანობის ქება“, კომიკოსი გამართლდა.