ავტორი:

ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

აჭარაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავარია დიდი ტრაგედიით დასრულდა - მას 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ბავშვის მამიდა, მამიდაშვილი და მამიდის დედამთილი. როგორც ირკვევა, მამიდას ძმისშვილი სახლში მიჰყავდა და ყველანი ერთად ფეხით გზაზე გადადიოდნენ, როცა მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მედიაში ვრცელდება ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის უმძიმესი კადრები, რომელსაც 5 წლამდე სანი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: