არტემისი (ანუ არტემიდა) ძველბერძნულ მითოლოგიაში ნადირობის, ტყეებისა და ცხოველების ქალღმერთია, რომელსაც ქართულ მითოლოგიაში ხშირად ადარებენ ნადირთა დედოფალ დალის და ეს "არტემისი“ოკუპირებულ აფხაზეთს ახლო მანძილზე სისტემატურად აუფრენს და ჩაუფრენს ხოლმე…
ის წარმოადგენს საჰაერო რადიოელექტრონული და კომუნიკაციური დაზვერვის (ISR) პლატფორმას და აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ 600 კილომეტრამდე რადიუსში აღმოაჩინონ და გააანალიზონ მოწინააღმდეგის რადარებისა და კავშირგაბმულობის სისტემების მუშაობა.
თვითმფრინავი მუდმივად ბაზირებს რუმინეთში, კონსტანცას აეროდრომზე. ის შავი ზღვის ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში დაფრინავს, საიდანაც აკონტროლებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის კრასნოდარის მხარეს.
ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, 2020 წელს, პროგრამის საწყის ეტაპზე და 2026 წლის მაისში) ამ ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავებმა განახორციელეს ფრენები უშუალოდ საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეშიც. ეს მისიები ემსახურება რეგიონში რუსული სამხედრო აქტივობისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგს.
თვითმფრინავი ოფიციალურად ეკუთვნის კერძო თავდაცვით კონტრაქტორ კომპანიას (Leidos), თუმცა ოპერირებს აშშ-ის არმიის ინტერესების შესაბამისად...განაგრძეთ კითხვა