11 წლის ვატო ნარსავიძეა, რომელსაც თბილისში, მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამი მოხვდა და შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო, უკვე ერთ თვეზე მეტია კლინიკაში იმყოფება. ვატოს ახლობლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებენ.
"ოჯახი იბრძვის, რომ წაშლილი მეხსიერება დაუბრუნოს, რომ ყველაფერი თავიდან ისწავლოს, ყველა გაიხსენოს და ცხოვრება ხელახლა დაიწყოს! მაშინ მთელი საქართველო გაერთიანდა და ვატოსთვის ლოცულობდა. დედა ღვთისმშობლის შობის დღეს, უფლის წყალობით, ოჯახმა ვატო მეორედ მიიღო საჩუქრად, მას შემდეგ კი მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. ვატოს წინ დიდი გზა აქვს - მას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა, რეაბილიტაცია, სპეციალური კვება და კიდევ ერთი ოპერაცია, რომელიც მისი ძველი ვიზუალის აღდგენას ემსახურება.
ოჯახმა ყველაფერი გაიღო ვატოსთვის და ახლა თქვენი თანადგომა ყველაზე ძალიან სჭირდებათ.
ანგარიშები:
საქ.ბანკი #GE55BG0000000533934768
თბს #GE70TB7445045064300101
მიმღები: თ. ქანთარია - ვატოს დედა
პირადი ნომერი: 42201042660", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.