რუსებმა ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სატვირთო ავტომობილებს დაარტყეს.
ლისაკის ცნობით, სამი სატვირთო ავტომობილი სრულად განადგურდა, ხოლო რვა დაზიანდა.
ბოლო ინფორმაციით, ოდესაში რუსების იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
\