11 წლის ვატო ნარსავიძის ოჯახისთვის მძიმე დღეები კვლავ გრძელდება. მოზარდი, რომელსაც თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამი დაეცა, ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ვატოს დედა, თიკო ქანთარია, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ უმძიმეს პერიოდში მის ოჯახს გვერდით დაუდგა.
როგორც დედა წერს, ერთი წამი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი და მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვლილიყო. შვილის სიცოცხლისთვის ყოველდღიური ბრძოლა, შიში და იმედი მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თიკო ქანთარია მადლობას უხდის ყველას, ვინც ვატოსთვის ლოცულობს, ამხნევებს ოჯახს და ფინანსურად ეხმარება
"მადლობა… ერთი პატარა სიტყვაა, მაგრამ დღეს ჩემთვის მთელი სამყაროა.
არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა ასეთი წერილის დაწერა. არ ვარ ადამიანი, რომელსაც პოსტების წერა ეხერხება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილს მეათე სართულიდან საზიზღარი პათოლოგის ნასროლი სკამი დაეცემოდა და ჩვენი ოჯახის ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დადგებოდა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილის ღიმილის, სიცოცხლის და ფეხბურთის ნაცვლად, მისი საწოლის გვერდით დგომა მისი თითოეული ამოსუნთქვისთვის ლოდინი გახდებოდა ჩემი ყოველდღიურობა. ერთი წამი, მხოლოდ ერთი წამი იყო საკმარისი იმისთვის, რომ ცხოვრება ორ ნაწილად გაყოფილიყო - მანამდე და მის შემდეგ.
ვატოს ტრაგედიის შემდეგ ჩემი ოჯახისთვის ყოველი დღე ბრძოლაა - იმედი, შიში, ცრემლი და ისევ იმედი…
და ამ უმძიმეს დღეებში ჩვენ მარტო არ დაგიტოვებივართ. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ვატოსთვის ილოცა.
მადლობა ყველას, ვინც ერთი სიტყვით გაგვამხნევა, მოგვწერა, დაგვირეკა, გააზიარა ჩვენი ამბავი.
მადლობა მათ, ვინც ფინანსურად დაგვეხმარა და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ხელი გამოგვიწოდა. ასეთ დროს ადამიანისთვის გაწვდილი ხელი მხოლოდ დახმარება არ არის, ეს არის სიტყვების გარეშე ნათქვამი "არ შეგეშინდეს, მარტო არ ხარ".
როცა საავადმყოფოს კართან ვდგავარ და ჩემი შვილის პატარა მოძრაობას ველოდები, როცა მის თვალებში სიცოცხლეს ვეძებ, როცა მისი ერთი შეხება, ერთი მზერა, ერთი ხმა ჩემთვის მთელ სამყაროზე ძვირფასია - მაშინ მახსენდება, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ . "ღმერთო დალოცე თითოეული ადამიანი ვინც ამ დღეებში ჩემს შვილს გულით შეეხო მადლობა ყველას, რომ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად ხართ.
დღეს სიტყვები არ მყოფნის.
მადლობა ყველას, ვინც ვატოს სიცოცხლისთვის იბრძვის ჩვენთან ერთად.
მადლობა მათ, ვინც ჩვენს ცრემლებს გულთან მიიტანს.
მადლობა მათ, ვინც არ დაიღალა ლოცვით.
მადლობა მათ, ვინც იმედი არ დაგვაკარგვინა.
ვატო იბრძვის.
ჩვენც ვიბრძვით.
და თქვენთან ერთად ეს ბრძოლა უფრო ძლიერი ხდება.
ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ თითოეული სიკეთე, რომელიც ჩემი შვილისთვის გააკეთეთ.
ანგარიშები:
საქ.ბანკი #GE55BG0000000533934768
თბს #GE70TB7445045064300101
მიმღები: თ. ქანთარია - ვატოს დედა
პირადი ნომერი: 42201042660"