ვალერი მელაძის კონცერტი პრაღაში ინციდენტით დასრულდა. 61 წლის არტისტმა დარბაზში შეკრებილებს მიმართა მას შემდეგ, რაც მაყურებელ ქალებს შორის ჩხუბი შენიშნა. მომღერალმა აუდიტორიას მოუწოდა, შეეწყვიტათ ხმაური და სხვების მიმართ უპატივცემულობა არ გამოეჩინათ.
შეგახსენებთ, რომ ვალერი მელაძე ბოლო წლებში აქტიურად მართავს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მომღერალი ესპანეთში მეუღლესთან, ალბინა ჯანაბაევასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
მელაძისა და ჯანაბაევას ურთიერთობა 2000-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში მომღერალი ირინა მალუხინაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც სამი ქალიშვილი ჰყავს. ვალერი მელაძე წარსულში ამბობდა, რომ პირველ მეუღლესთან ურთიერთობა ალბინასთან შეხვედრამდე დაეძაბა.
წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს. ბოლო პერიოდში მედიაში მათი შესაძლო დაშორების შესახებაც გავრცელდა ცნობები, თუმცა ჯანაბაევამ განქორწინება უარყო და მეუღლესთან ურთიერთობაში არსებულ ჰარმონიაზე ისაუბრა.