მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს - ხანდაზმულთა მსოფლიო დღეს, ასოციაცია "კათარზისში“ გაიმართება ტრადიციად ქცეული წარმოდგენა - კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა“.
კონკურსის ფარგლებში 70 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სხვადასხვა სახელოვნებო უნარებში - სიმღერა, ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.
წელს 20 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ფულადი პრიზით, ხოლო რაიონებიდან ჩამოსულ მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის თანხაც. ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემათ საჩუქრები.